ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ
იაძის ნამუშევრები გამოიფინა. ნამუშევრები აუდიტორიას ხელოვანის
შვილმა ზურაბ იაძემ წარუდგინა და შეკრებილ საზოგადოებას მათი შექმნის
ისტორიაც უამბო.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხელოვნებით
დაინტერესებული პირები დაესწრნენ. სტუმრებმა მიხეილ იაძეს მესხი
ფიროსმანი უწოდეს.
ნახატები ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ორი კვირის
განმავლობაში დარჩება. მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს
შეეძლება.მიხეილ იაძის შემოქმედების ძირითად თემას მესხეთის ისტორიული
ძეგლები, სოფლები, რეგიონის კულტურა და არქიტექტურა წარმოადგენდა.
მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა ნახატები არაერთ ქვეყნაში
გამოფინა.
თვითნასწავლის მხატვრის ორი ნახატი „ძველი მუსხი“ და „ხარება“ პარიზში
ინახება.