ხერთვისი-ვარძია-ოლოდას მასშტაბური პროექტის განვითარება იწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლების, ნასოფლარებისა და ციხესიმაგრეების სარეაბილიტაციო სამუშაოების განვითარების კვლევა მომზადდა. რეგიონში აღნიშნული ტერიტორიები ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.
ხერთვისი-ვარძია-ოლოდას მასშტაბურ პროექტს „გის და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი განახორცილებს, რომელსაც ცალკეული კომპონენტების შემუშავებაში პარტნიორი ორგანიზაციები „სტუდია 21“ , „არტსტუდიო პროექტი“ და „ქართული მემკვიდრეობა დაეხმარება.ასპინძის სოფლებს შორის სოფელი სარო ერთ-ერთია, სადაც ახალი პროექტი განხორციელდება. აქ ეკონომიკის სამინისტრო, მესხური ოდის აღდგენას გეგმავს, რომლიც უკვე დაპროექტებულია და არქიტექტორების თქმით, სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.
ხერთვისი-ვარძია-ოლდას კულტურული ლანდშაფტის პროექტის ფარგლებში, სივრცითი მოწყობა და დაგეგმარება მტკვრის ხეობის გასწვრივ 20 კილომეტრიან მონაკვეთზე ხორციელდება, სადც ოლდას სამონასტო კომპლექსიც არის მოქცეული, გარდა ამისა პროქტი ასპინძისა და ახალქალაქის 10 სოფელს მოიცავს.