ტიმოთესუბნის მონასტრის 800 წლისადმი მიძღვნილი დღესასწაული საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით,
კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ბორჯომელი მხატვრის
ომარ ჩხეიძის ფერწერული ტილოების გამოფენა მოეწყო.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ისტორიკოს ბაკურ გელაშვილის
ფოტოგამოფენის ნაწილი სახელწოდებით- „ბორჯომისა და ბაკურიანის
ეპარქია“, რომელიც 14 აგვისტოს სრულყოფილი სახით
ტიმოთესუბნის მონასტრის ეზოს
ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.
ღონისძიების ფარგლებში, დამთვალიერებელს
საშუალება მიეცა მოსწავლეების მიერ შესრულებული ხელნაკეთი
ნამუშევრებიც ეხილათ.
გამოფენა გახსნა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა
სერაფიმემ.
დღესასწაულთან დაკავშირებით ბორჯომში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ დღესასწაული 14
აგვისტოს ტიმოთესუბანის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე
გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე
პარაკლის აღავლენს.
ლიტურღიის შემდგომ კი ღია ცის ქვეშ სახალხო ზეიმი
დაიწყება. ღონისძიებებს, ცნობილი მომღერლების მონაწილეობით,
გალა-კონცერტი დაასრულებს.