ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სამი პიროვნება სამ სხვადასხვა სფეროში გაწეული ღვაწლისათვის დააჯილოვა. მათ შორისაა ახალციხის მერის გიორგი კოპაძის მამა. ელგუჯა კოპაძეს ჯილდო კულტურის სფეროში გაწეული სამსახურისთვის, მერი ხაბეიშვილს სამედიცინო სფეროში დამსახურებისთვის და აწყურში მცხოვრებ 89 წლის პედაგოგს ლავრენტი ბერიძეს – სფეროში მრავალწლიანი მუშაობისთვის გადაეცა.
ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია. მათი თქმით ღონისძიება გეგმიური იყო და აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია რწმუნებულებისაგან მიიღეს. მერი ხაბეიშვილი მედიცინის სფეროში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა. ლავრენტი ბერიძეს კი პედაგოგობის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ელგუჯა კოპაძეს, რომელიც სოფელ კლდეში ცხოვრობს, კულტურის განყოფილების გამგედ 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამ დროისათვის ახალციხე, ერთ-ერთი მოწინავე რაიონი იყო. ამიტომ ელგუჯა კოპაძეს 1974 წელს კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭა, მოგვიანებით კი მას ღირსების ორდენი გადასცეს. საჩუქრებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 ლარი დაიხარჯა.