საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის 1 400 000 ლარი გამოიყო. თანხა რეგიონებში ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციასა და საპროექტო სამუშაოებს მოხმარდება. პროექტების განხორციელება იგეგმება სამცხე–ჯავახეთშიც.
რეგიონის მასშტაბით, პროექტი, ასპინძის მუნიციპალიტეტში შორეთის XIV-XV საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს მოიცავს. ასევე, დაგეგმილია, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-კვლევით სამუშაოები, თისელის XIV-XV საუკუნეების გუმბათიანი ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები და საფარის მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი.
1 400 000 ლარი სამცხე–ჯავახეთის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოხმარდება.