კულტურა
საახალწლო სუფრის სამი განუყოფელი ნუგბარი
ქართული საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია ტკბილეულის გარეშე, რომელიც ოჯახებში საგანგებოდ ამ დღისთვის მზადდება. ჯერ კიდევ ყურძნის დაწურვისას იცი, რომ ბადაგი, იგივე ყურძნის სუფთა წვენი, საახალწლო სუფრის განუყოფელი ნუგბარის ჩურჩხელის ამოსავლებად უნდა გადაინახო, თაფლის დაწურვისას ეს „ღვთიური ნობათი“ გოზინაყის მოსამზადებლად უნდა გაითვალისწინო და იმ შემთხვევაში თუ მესხურ, ან აჭარულ ტრადიციულ ოჯახს წარმოადგენ, იცი, რომ საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია ჰალვის გარეშე.

1. გოზინაყი


ამ სამი ტკბილეულიდან ყველაზე პოპულარული გოზინაყია. საქართველოში ჯერ კიდევ წარმართული ტრადიცით, თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა. საკულტო დღესასწაულებზე ეს ორი პროდუქტი სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. შედეგად თაფლი და ნიგოზი საშობაო-საახალწლო სუფრის ატრიბუტად იქცა და მოგვიანებით გოზინაყის ფორმითაც მოგვევლინა.

ნიგოზი კარამელიზებულ თაფლში, უგემრიელესი, მაგრამ სინამდვილეში არცთუ მარტივად მოსამზადებელი დესერტია, რომლის გაკეთებასაც ცოდნა და საკმაო გამოცდილება ჭირდება. მას ყველა დიასახლისი განსხვავებულად ამზადებს, თუმცა არსებობს კრიტერიუმები თუ როგორი უნდა იყოს იდეალური გოზინაყი – კარგად ნახარში, არომატული და მსხვრევადი, ამასთან უნდა ჰქონდეს ღია ფერი. აუცილებელი პირობაა, რომ თაფლი არომატული იყოს, ნიგოზი კი ზომაზე დაჭრილი.

ნიგოზი ჯერ ოდნავ უნდა მოიხალოს, რომ ფერფლი გასძვრეს, შემდეგ კი შეგრილებული დაითალოს. ამ ჩაროზის მომზადებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თაფლი სანამ კარგად არ შეგრილდება, არ დავაბრუნოთ ცეცხლზე, ასე გოზინაყი ღია ფერის გამოვა. თაფლთან ერთად ამ ნუგბარს შაქარიც ემატება, რათა სიმაგრე შეიძინოს და მსხვრევადი გახდეს.

მესხური გოზინაყის მომზადების წესი დანარჩენ საქართველოში გავრცელებული რეცეპტისაგან განსხვავებულია. აქ თაფლი საერთოდ არ ფიგურირებს, მის ნაცვლად გამოიყენება ბაქმაზი, რომელსაც მესხები საგანგებოდ თუთისაგან ამზადებენ.
მზა ბაქმაზი 5-10 წელი ინახება.

2. ჩურჩხელა


ჩურჩხელა საქართველოში ტრადიციულად ბადაგისგან მზადდება. დასავლეთში ფელამუშს დაუდუღარი ყურძნის წვენითა და სიმინდის ფქივლით ხარშავენ, რომელიც შედარებით ნაკლებად ტკბილია, ხოლო აღმოსავლეთში – თათარას, რომელიც დადუღებული ბადაგითა და პურის ფქვილით უნდა მოიხარშოს. კახური ჩურჩხელა უფრო ტკბილია, თათარას კი უფრო ნაზი კონსისტენცია აქვს.

კარგი ჩურჩხელა გადატეხვისას ადვილად უნდა ტყდებოდეს. დიდხანს ნახარში ბადაგით მომზადებული თათარა ძალიან რბილი და გემრიელია.

ასევე მნიშვნელოვანია ჩურჩხელის შენახვის წესიც – იგი კარგად უნდა გაშრეს, რომ შენახვის შემდეგ არ დაობდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გავახმოთ. სასურველია გავახვიოთ ტილოში და მოვათავსოთ მშრალ და გრილ სათავსოში. ჩვენი წინაპრები ჩურჩხელებს ხის კიდობანში ინახავდნენ და თან ჩააყოლებდნენ რამდენიმე კომშსა და ვაშლს, რაც ნუგბარს სირბილეს უნარჩუნებდა.

3. ჰალვა

მესხები აჭარლების მსგავსად დღესასწაულებზე და განსაკუთრებით კი საახალწლოდ ჰალვას ამზადებენ. აჭარული ჰალვა ფქვილით, კარაქითა და შაქრით მზადდება, ზოგჯერ დათლილ ნიგოზსაც უმატებენ. მესხური ჰალვის მომზადების წესი განსხვავებულია – დიკის გამტკიცულ ფქვილს კარაქის ნაცვლად ერბოში შუშავენ. ერბო აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს.

პირველ რიგში ფქვილი უნდა მოიხალოს. ოქროსფრად მოხალულ ფქვილში უნდა აურიოთ ბაქმაზი, ერბო, შაქარი და წყალი. ცომი არ უნდა იყოს არც რბილი და არც ძალიან მაგარი. მოზელის შემდეგ მიღებული მასა ხელში უნდა დაამუშაო და თეფშებზე დააკრა.

ახალწელს სუფრაზე, ასევე დევს სხვადასხვა ხილის ჩირეული, რომელიც გემრიელი და სასარგებლოა. თუმცა საქართველოში საახალწლო სუფრა ამ სამი ნუგბარის გარეშე, განსაკუთრებით კი მესხეთში, წარმოუდგენელია.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 11 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 13 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.com hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobethttps://twitter.com/cratossroyalbetgrandpashamobilbahis