ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სიმბოლიკის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კონკურსანტი იღებს. გერბისა და დროშის ესკიზები ახალციხის საკრებულოში დღეს, 17 ივლისს, კონკურსის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე წარადგინეს.
მოთხოვნების მიხედვით, ესკიზები ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით
უნდა იყოს შექმნილი. პროექტის ავტორმა სიმბოლიკაში ჰერალდიკური
მემკვიდრეობითობა; ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა, ასევე,
გეოგრაფიული მდებარეობა უნდა ასახოს.
ჰერალდიკის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ნამუშევრებს
ჰერალდიკის საბჭო 20 ივლისიდან – 24 ივლისის ჩათვლით შეარჩევს.
გამარჯვებული კონკურსანტი ჯილდოს სახით, 1 000 ლარს მიიღებს.