ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობა, ხალხური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა, ზეპირსიტყვიერება, ქორეოგრაფია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ექსპონატების გამოფენა–ახალციხე ფოლკლორის ეროვნული ფესტივალისთვის ემზადება.
ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში 16 ივლისს გაიმართება. მასში სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთვება. ჟიური საუკეთესო ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ ნომრებსა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს გამოავლენს. შერჩეული ნამუშევრებისა და ნომრების ავტორები დედაქალაქში, დასკვნით ღონისიებაში ჩაერთვებიან, სადაც ფულადი პრიზებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. საქართველოს ფოლკლორის 2015–2016 წლების ეროვნულ ფესტივალს ორგანიზებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად უწევს. მისი მიზანი ყველა კუთხის ტრადიციების შენარჩუნებაა. ახალციხის შემდეგ ღონისძიება, მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, კერძოდ კი დუშეთში, გალა კონცერტით დაიხურება.