ახალციხემ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს უმასპინძლა. დასმა ადგილობრივ მაყურებელს სპექტაკლი „იხვებზე ნადირობა“ შესთავაზა. მსახიობების თქმით, ზესტაფონის თეატრის სცენაზე ალექსანდრე ვამპილოვის პიესის მიხედვით, სპექტაკლი ორჯერ დაიდგა. რეჟისორი მამუკა ცერცვაძეა.
საგასტროლო ტურნე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 10 000 ლარით დააფინანსა. პირველი გასტროლი ახალციხეში მოეწყო.
პროექტის მიზანს ზესტაფონის თეატრის საქმიანობის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა წარმოადგენს.