ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ვიზიტორებისთვის დაკეტილია. ადგილზე მოხდება დაზიანებული მხატვრობის შესწავლა, რის შემდეგაც გადაწყდება რა მეთოდით გაიწმინდება ფრესკები.
ხანძარი 1 ნოემბერს გვიან ღამით, მაგიდას სავარაუდოდ ანთებული სანთლიდან გაუჩნდა. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში ჩუმი წვა მიმდინარეობდა. ცეცხლი ტაძრის გაღების შემდეგ აალდა და ხანძარი გაძლიერდა. გამურულია მე–12 საუკუნის მხატვრობის დიდი ნაწილი.
კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, გამურულია თამარ მეფის უნიკალური ფრესკაც, რომლის ანალოგი საქართველოში მხოლოდ ბეთანიაშია.
სააგენტომ სამართალდამცველებს ფაქტის გამოძიების თხოვნით უკვე მიმართა.