ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ანაკლიაში წასასვლელად ემზადებიან. მომავლის ბანაკში ის მოსწავლეები გაემგზავრებიან, რომლებმაც სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს და მოწინავე ადგილები დაიკავეს.
ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, ანაკლიის ბანაკში ქალაქის პირველი, მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. მარინა გოგოლაძის თქმით, მომავლის ბანაკში მოსწავლეები მონაწილეობას, სხვადასხვა სპორტული სახეობის ფინალურ ტურნირში მიიღებენ. გამარჯვებულები კი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრებიან.
21 ახალციხელი მოსწავლე ანაკლიის მომავლის ბანაკში 5 ივლისს გაემგზავრება და 14 ივლისამდე დარჩება.