მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ნიმინაციით, საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი, პრემია „დურუჯზეა“ წარდგენილი. სამ კანდიდატს შორისაა სოსო ბაკურაძე, სპექტაკლით „მატარებელი მოდის“. მასთან ერთად აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენილნი არიან: ანი ხიდაშელი სპექტაკლით, „თავისუფალი პეპლები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრიდან და ნიკოლოზ საბაშვილი სპექტაკლით, „1945“ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრიდან.
5 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ, ნომინირებულ სპექტაკლები რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილა და ნომინაციაზე წარსადგენ კანდიდატთა მოკლე ნუსხა შეადგინა. პრემიის ლაურეატების გამოსავლენად კი საბოლოო ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა სადღესასწაულო ცერემონიაზე გახდება ცნობილი, რომელიც შემოდგომაზე ყვარელში, მარჯანიშვილის სახლ–მუზეუმში გაიმართება.
„დურუჯი“ 2014–2015 შემდეგი ნომინაციებისთვის გაიცემა: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა14 000 ლარს შეადგენს; საუკეთესო მსახიობი ქალი და საუთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა – 2 000–2 000 ლარი; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა, ასევე, 2 000 ლარს შეადგენს; ნომინაციაზე – საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი – გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, 10 000 ლარის ოდენობით. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი 35 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
საქველმოქმედო ფონდ „ცისკრის“ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“, უკვე მეშვიდედ გაიცემა. წელს საბუთების წარგენის ვადა 8 მაისს ამოიწურა. სულ 22 თეატრის, 37 განაცხადია შეტანილი.