აღიარებული მუსიკალური ნაწარმოებები, ცნობილი კომპოზიტორების შემოქმედება, სასიმღერო ნომრები, იმპოვიზაციები და კმაყოფილი აუდიტორია – ასე აღინიშნა სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დაარსებიდან 60 წლის იუბილე. ღონისძიებაზე საკუთარი შესაძლებლობები არა მხოლოდ მოსწავლეებმა, არამედ პედაგოგებმაც წარმოაჩინეს. სოლოსა და დუეტში შერულებული ნომრები, 2 საათიანი კონცერტის განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდა.
როგორც დაწესებულების დირექტორი, ცისანა ახვლედიანი განმარტავს, ახალციხის სამუსიკო სკოლა 1955 წელს გაიხსნა და მას არაერთი წარმატებული ხელმძღვანელი თუ აღსაზრდელი ჰყავდა. თავად ცისანა ახვლედიანი სკოლის პირველი გამოშვების წარმომადგენელია.
ამ ეტაპზე სამუსიკო სკოლაში 212 მოსწავლა და 33 მასწავლებელი მუშობს.
60 წლის იუბილე დაწესებულების თანამშრომლებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს. მათ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს. გარდა ამისა, მოქმედი მასწავლებლები ფულადი თანხით, 2 კვირის ხელფასის ოდენობით დაჯილდოვდნენ.
საღამო პედაგოგებისა და მოწვეული სტუმრების მიერ შესრულებული იმპოვიზაციებით დასრულდა.