ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, საპატიო ახალციხელების გამოსავლენად ემზადება. ქალაქის თვითმართველობის საორგანიზაციო განყოფილების თანამშრომლებმა, საზოგადოებაში სოციოლოგიური კვლევა ჩაატარეს.
ჯგუფის წევრებმა, მოსახლეობა ინდივიდუალურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხეს. მასში მონაწილეობა სხვადასხვა სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობისა და პროფესიის 200-მა ადამიანმა მიიღო. კითხვის ფორმულირება ასეთია – ვის მიანიჭებთ “საპატიო ახალციხელის” წოდებას? ინტერვიუერებმა პირისპირ ინტერვიუს გარდა, სატელეფონო გამოკითხვაც ჩაატრეს. გარდა ამისა, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს ინერაქტივი, სადაც „საპატიო ახალციხელის“ 10 კანდიდატია ჩამოთვლილი.
როგორც „მეცხრე არხთან“ მერის მოადგილე განმარტავს, სოციალურ ქსელში გამოკითხვა 29 ივნისს დასრულდება .
ინტერაქტივის სატელეფონო და პირისპირ გამოკითხვის შედეგის შეჯამების შემდეგ „საპატიო ახალციხელის“ წოდების სამი მოქალაქე გამოვლინდება, რომელიც 30 ივნისს, „ახალციხელობის“ დღესასწაულზე დაჯილდოვდება.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაულზე პიროვნებებისთვის “საპატიო ახალციხელის” წოდების მინიჭების ტრადიცია, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა აღადგინა.