ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართულ სილამაზის კონკურსში ჯიურის წევრებმა „მის ბორჯომი 2015“ გამოავლინეს. ყველაზე ლამაზი ბორჯომელი გოგონას ტიტული თეონა ინასარიძეს ერგო.
კონკურსზე პირველი ვიცე–მისი ეთუნა ქველაძე გახდა, ხოლო მეორე და მესამე ვიცე მისების ტიტული ლიკა სტეფნაძესა და სალომე ბურჯანაძეს ერგოთ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსზე სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებიც დასახელდნენ, რომლებმაც “ივ როშეს” ფირმის პარფიუმერიის ნაკრები მიიღეს.
დასვენების პაკეტი სასტუმრო “ევროპა”–ში და 250 ლარის ღირებულების ვაუჩერი ტანსაცმლის მაღაზიაში გამარჯვებულს, ჟიურის წევრებმა გოჩა გობრონიძემ და პაატა ჟღენტმა გადასცეს
.ღონისძიების ორგანიზატორმა, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა კი სამივე ვიცე მისს საჩუქრად ტელევიზორი, პლანშეტური კომპიუტერი და ტელეფონი დაკავებული ადგილების მიხდვით გადასცეს.
კონკურს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.