20 და 21 ივნისს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ახალციხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
აღნიშნული პროექტი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიაზაცია“ ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის მხარდამჭერია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.
გამოფენზე ახალციხის სამხატვრო სკოლის 16 მოსწავლისა და 6 მასწავლებლის 150-მდე ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული და სხვა ტიპის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
ამავე, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მაისის თვეში მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
პროექტის მიზანი, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედებითი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და მათ შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარება იყო.