მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ფოიეში თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებლისათვის აქ წარმოდგენილი იყო, XIII-XVI საუკუნეების ქართული ჰერალდიკა, ორდენები, სავაჭრო რუკები, სახელმწიფო ჯილდოები და ჰერალდიკის ისტორიული წყაროები.
გამოფენა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. მსგავსი სახის ღონისძიება, უკვე მოეწყო აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.