“ერისიონის” კონცერტი მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, წუთიერი დუმილით დაიწყო. ანსამბლის წევრებმა და მაყურებელმა ამ ფორმით პატივი, თბილისში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს.
ქორეოგრაფიული ანსამბლი, ახალციხელი მაყურებლის წინაშე, განახლებული პროგრამით, პირველად წარსდგა.
კონცერტი ორ განყოფილებიანი იყო, საიდანაც შემოსული თანხა თბილისში, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გადაირიცხება.
როგორც “ერისიონის” ხელმძღვანელობამ მედიასთან განმარტა, კონცერტი სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა, რის გამოც მისი გადადება ვეღარ მოხერხდა. ამიტომ, მათივე გადაწყვეტილებით, ღონისძიებამ საქველმოქმედო ხასიათი მიიღო.
ლეგენდარული ანსამბლის კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ახალციხის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას რეგიონის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.