18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე უკვე ექვსი წელია, რაც აღინიშნება. თუმცა წელს, ეს დღე სამცხე-ჯავახეთში პანდემიის გამო არ აღნიშნულა. ამ დღის დაწესების მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.
პანდემიამდე, ეროვნული სამოსის დღე -18 მაისი ქართული სათვისტომოების მიერ აღინიშნებოდა შემდეგ ქალაქებში: ლონდონში , ვაშინგტონში, კიევში, თელ-ავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულსა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში.
ეროვნული სამოსის დღე საქართველოში ექვსი წლის წინ, 2015 წელს დაწესდა. ღონისძიებები თავდაპირველად, საქართველოს 25 და სხვადასხვა ქვეყნის 12-მდე ქალაქში გაიმართა.