ახალციხეში გვირილების ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება ისტორიულ რაბათში ციხის ტეროტორიაზე მოეწყო, ანსამბლებმა მაყურებელს ცეკვისა და სიმღერის ნომრები შესთავაზეს. ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა კი მაყურებელს თავიანთი შემოქმედება სცენიდან გააცნეს. ასევე, მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.
ღონისძიებას ცნობილი მსახიობი ელგუჯა ბურდული გაუძღვა.
გვირილების ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება, იგი ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად იმართება.