,,მომავლის თაობა“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის შემაჯამებელი ღონისძიება დღეს გაიმართა. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა პროექტის ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმინობა წარმოადგინეს და სხვადასხვა აქტივობაში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
მცირე გრანტებისა და სოციალური მედიის პროგრამები, აქტივობები გარემოს დაცვის კუთხით, შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობასთან, იურისტებთან, პოეტებთან, მწერლებთან, კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან– ეს იმ საქმიანობის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ,,ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა სამცხე–ჯავახეთის რეგიონში განახორციელა. პროექტ ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში 1 წლის განმავლობაში შესრულებული აქტივობების შესახებ მათ დღეს შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.
,,მომავლის თაობის“ 1 წლიანი მუშობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სხვადასხვა აქტივობებში წარმატებული ახალგაზრდებიც დაჯილდოვდნენ. პროექტის ერთ–ერთი მიმართულების, სოციალური მედიის გამარჯვებული ლილი ოქრომელიძე გახდა. მის ინტერნეტ ბლოგს, რომელზეც 140 პოსტია განთავსებული, 6 700 მნახველი ესტუმრა და კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
პროექტი ,,მომავლის თაობა“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. მას usaid-ი და ph international აფინანსებს. პროექტის მთავარ მიზანს თემისა და სკოლის საჭიროებებზე ზრუნვა და პრობლემების აღმოფხვრა წარმოადგენს. მის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთის რეგიონში სულ 7 გრანტი გაიცა, ხოლო სოციალური მედიის კუთხით 17 ახალგაზრდა დაჯილდოვდა.
შემაჯამებელი ღონისძიება ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. მის ფარგლებში რეგიონის 14–მა სკოლამ სხვადასხვა აქტივობა წამოადგინა. პროგრამა ,,მომავლის თაობა“ სამცხე–ჯავახეთის 42 სკოლაში ხორცილედება, იგი მომავალ წელსაც გაგრძელდება.