კულტურა
ხელობით შევსებული ქორეოგრაფიული პაუზა
თავიდან ფიქრობდა, შეზღუდვა მხოლოდ ორ კვირას გაგრძელდებოდა, მერე მიხვდა, რომ ქვეყანას არ გააჩნდა მექანიზმი, რომელიც გამოცხადებულ სტაგნაციას შეაჩერებდა. იმედი საბოლოოდ მაშინ გადაეწურა, როდესაც ექვსპუნქტიან გეგმაში ქორეოგრაფიული ანსამბლების ამუშავება ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი. ბოლო ეტაპი კი ოთხი თვის ნაცვლად, ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ,,გამზადებული ფორმები, დაგეგმილი კონცერტები - ყველასთვის შოკი იყო“, - იხსენებს ბესიკ კოვზიაშვილი. შოკიდან გამოსული მიხვდა, რომ ოჯახს რჩენა უნდოდა. სამსახურის ძებნა დაიწყო. მხოლოდ ორი თვით დასაქმდა. კორონავირუსის პანდემიამ, ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, სხვა ყველაფერი გააჩერა.

,,დაბადებიდან ქორეოგრაფია“, ცეკვის სიყვარული ,,გულსა და გენში აქვს გამჯდარი“, თუმცა 2020 წლის მარტში საყვარელი საქმისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილს, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კონტროლი დაევალა. შენობას სახელოსნოც ჰქონდა, სადაც თითქმის ყველა სახის სამუშაო იარაღი ინახებოდა. ქორეოგრაფის მოვალეობაში დაზიანებული ნივთების მოწესრიგებაც შედიოდა. სახელოსნოში არსებული ,,ატხოდები“ შეაგროვა და გასართობად ხან საყვავილეზე, ხან თაროზე და ,,ხანაც სხვა რამეზე იჩხიკინა“. სწორედ ამ დროს მეგობარმა ხატებისთვის თაროების გაკეთება სთხოვა. ორ საათში, ხის შემცვლელი მასალის ნარჩენებისგან დამზადებული პატარა კუთხე მზად იყო. ისეთი გამოვიდა, თავადაც მოეწონა. ამ დროს მიხვდა, დაწესებული რეგულაციების გახანგრძლივების შემთხვევაში, რა უნდა ეკეთებინა. ამის მერე იყო მეგობრისთვის, ნათლულისთვის და მეზობლისთვის აწყობილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა თუ ფერის კუთხე ხატების განსათავსებლად.

„ჩხირკედელაობა“ და დროთა განმავლობაში მიღებული გამოცდილება საქმედ იქცა. ხან აწყობდა, ხანაც შლიდა. მოზღვავებულ იდეებს გონებაში ახარისხებდა და ხორცს ასხამდა. იმედოვნებდა, რომ ოჯახს მატერიალურადაც წაეშველებოდა და ახალციხელებს თავს სხვაგვარადაც გააცნობდა.

,,სად რომელი ხატი უნდა განთავსდეს, სად უნდა იყოს აიაზმა, წმინდა ნაწილები, სეფისკვერი, ნახშირი, კანდელი, სანთელი თუ საკმეველი, - ჩემს გაკეთებულ კუთხეში უნდა იყოს ყველა ნივთის დასადგამი ინდივიდუალური ადგილი. სწორედ ამიტომ, შეკვეთის დაწყებამდე, ჯერ სახლში მივდივარ, ვაკვირდები, სად შეიძლება განთავსდეს სალოცავი კუთხე, რომელი ხატები უნდა დაიდოს და ამის შემდეგ ვიწყებ მუშაობას“.

ნარჩენებით მუშაობა ერთი მხრივ კარგიც არის, რადგან ყველა შეკვეთა განსხვავებული გამოდის. ქორეოგრაფის მიერ სახლსა და ხატების ზომაზე მორგებული კუთხე დამკვეთებს განსაკუთრებით მოსწონთ. ამ ფაქტმა მყიდველთა რაოდენობა თანდათან გაზარდა.

ბესიკი ფიქრობს, რომ საქმისადმი სწორ მიდგომაში სტიქაროსნობისას მიღებული ცოდნა დაეხმარა. სტიქარი 2005 წლიდან აცვია. ის მნათეც არის, ანთებს კანდელებს, საცეცხლურში ნახშირს აღვივებს, რეკავს ზარებს და როგორც ამბობს, სწორედ ეს ეხმარება ყველა საკითხისადმი შემოქმედებით მიდგომაში.

ახალმა საქმემ მრავალი ადამიანის სახლში შეიყვანა. ამას თავისებური სირთულეც ახლდა.

,,რთულია, რადგან ყველა ოჯახის ხატებს იწერ, ანგარიშობ, ხაზავ და იწყებ ფიქრს, რომ საუკეთესო გამოვიდეს. რადგან ქრისტიანი ადამიანისთვის ხატების კუთხეზე მთავარი და მოწესრიგებული ადგილი ოჯახში არ არსებობს, ამიტომ შენი ნამუშევარი უხარვეზო უნდა იყოს“.

„კუთხის“ ფასი 50-დან 300 ლარამდე მერყეობს. ღირებულებას ზომის, თაროების რაოდენობის, საჭირო მასალების ფასის მიხედვით ცვლის. მასალა კი დღითი დღე ძვირდება. ყველაზე მეტად იმაზე წუხს, სახელოსნოსთვის ფართი რომ არ აქვს.

,,ხან სად ვარ და ხან სად. მესამე ობიექტი გამოვიცვალე მას შემდეგ, რაც ამ საქმეს ხელი მოვკიდე. იმდენად საინტერესოა ჩემთვის, იმდენად შევისისხლხორცე, რომ თუნდაც ობიექტის გარეშე მომიწიოს დარჩენა, სახლში მაინც ვიმუშავებ, მეგობრებს შევაწუხებ, მაგრამ არ გავჩერდები“.

ბესიკს ოცნებები არა, მაგრამ სურვილები და მიზნები აქვს. დარწმუნებულია, თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა.

,,ჩვენს ცხოვრებაში თითოეული წამი გათვლილია, ამიტომ დასაკარგი დრო არ გვაქვს, წლების შემდეგ შეიძლება ძალიან სანატრელი და სანანებელი გაგვიხდეს. სწორედ ამიტომ, არავის აქვს იმის თქმის უფლება, რომ ,, ამას ვერ გავაკეთებ“. თუ გაქვს ჯანმრთელი სხეული და გონება, ნახევარი გვერდი ბიბლია თუ მაინც წაკითხული გაქვს, უნდა გქონდეს ამბიცია, რომ რაღაც ახალი შექმნა“.

წუხს, რომ ადამიანების ნაწილი მარტივ ცხოვრებას მიეჩვია და გაზარმაცდა, არადა, მისი ნიჭი და განვითარების შესაძლებლობები უსაზღვროა.

,,არ გვინდა ვიფიქროთ როგორ შევქმნათ ახალი. როდესაც დავფიქრდი იმაზე, რომ ნააკეთობები ყოფილიყო ორიგინალური და არა რომელიმეს ასლი, მაშინ მივხვდი, რომ ეს გამოწვევა ჩემ თავთან გამარჯვებით დამთავრდა, რადგან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობამ განვითარების საშუალება მომცა... უფალთან ახლოს მყოფს, იმედის და რწმენის დაკარგვის უფლება არ მაქვს. ამ საქმემ გამომიყვანა მდომარეობიდან და საოცარი აღმოჩენაც გავაკეთე საკუთარ თავში. მართლაც უფლის მადლია, რომ ასეთ დროს ძალა გეძლევა და იცი რა მიმართუელებით იარო“.

მას შემდეგ, რაც რეგულაციების ნაწილი მოიხსნა, 250 ბავშვს ყოველდღიურად ცეკვას ასწავლის. ეს ხელს არ უშლის დრო ახალი საქმისთვისაც იპოვოს.

ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ერისიონში“ თითქმის ორი წელი იცეკვა. მიღებული ტრავმებისა და მყესის დაჭიმულობის გამო, 2005 წელს, ახალციხეში დაბრუნდა და ანსამბლი ,,მესხი ფრთოსანი“ დააარსა. კონკურენციის არ ეშინია. მიაჩნია რომ ქალაქში არსებული ოთხი ქორეოგრაფიული ანსამბლი ერთმანეთს აძლიერებს. სწორედ კონკურენციის დამსახურებაა, რომ ბევრისგან განსხვავებით, შექმნა ისეთი ცეკვები, რომელიც კონკრეტული კუთხის, თუ ზოგადად ქართულ ხასიათს წარმოაჩენს. გოგმანისი, ანაზდეული, უძლევი, ყრმა ქართველი ერისა, - ეს ბესიკ კოვზიაშვილის მიერ დადგმული ცეკვების მცირე ჩამონათვალია.

მიიჩნევს, რომ პანდემიის გამო, ქორეოგრაფები და ბავშვები ძალიან დაზარალდნენ. ეგონა, მოწაფეები მოტივირებულები დაუბრუნდებოდნენ ცეკვას, თუმცა შეცდა.

,,მუშაობა კი დავიწყეთ, მაგრამ კონცერტს ვერ ვატარებთ. უფლება არ გვაქვს, რომ საზოგადოება შევკრიბოთ და მთელი რეპერტუარის აღვადგინოთ. ამიტომ დანაკარგის შევსებას გაორმაგებული და გასამმაგებული ვარჯიშის რეჟიმით ვცდილობ. ძალიან ბევრი სამუშაოა საჭირო იმისათვის, რომ ისევ ძველ ფორმაში ჩავდგეთ და ბავშვებს ავუნაზღაუროთ გამოტოვებული ცოდნა“.

პანდემიამდე 250 ბავშვიდან 150-მდე უკვე საკონცერტო სამზადისში იყო. ბესიკი ფიქრობს, რომ სწორედ ეს აძლევდა მათ მოტივაციას. ახლა კი მიზანი აღარ აქვთ და ძველი შემართებით ამიტომ აღარ ვარჯიშობენ. თვითონ მაინც მთელ ენერგიას დებს ქორეოგრაფიაში, ისევე, როგორც „ქორეოგრაფიული პაუზის“ დროს დაწყებულ საქმიანობაში, რადგან დარწმუნებულია, შედეგი მხოლოდ თავდაუზოგავ შრომას მოაქვს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 22 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 21 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 22 °C
img
თბილისი 28 °C
img
აბასთუმანი 18 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitnahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscommariobetparibahisomegle livejojobetbahsegelgrandpashabetsahabetbahsegel