ახალციხეში დღის ბოლოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე სპეციალურად დამონაჟებული სცენიდან, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. მოგვიანებით მათ ქართული ესტრადის ვარსკვლავები შეუერთდნენ.
„კახაბერმა და ხანუმებმა“, „თბილისურმა კვარტეტმა“, ჯემალ სეფიაშვილმა, ბორის ბედიამ, ბესიკ კალანდაძემ, ირამა სოხაძემ და ენრიკო ჯანელიძემ მესხ მაყურებელს, ყველასთვის ცნობილი სიმღერები შუასრულეს. საღამო ფეიერვერკით დასრულდა. როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, ესტრადის მომღერლების დედაქალაქიდან ჩამოყვანა, მუსიკისათვის შესაბამისი ტექნიკისა და ფეიერვერკისათვის ხარჯები ინფრასტრუქტურისა და კულტურის სამინსტროებმა უზრუნველყვეს.