კულტურა
DMO სარო-ნიჯგორის ერთდღიანი ბილიკის მარკირებას იწყებს
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია სარო-ნიჯგორის დამაკავშირებელ საფეხმავლო გზაზე ერთდღიანი ბილიკის მარკირებას იწყებს. პროექტის განხორციელება შემოდგომით იგეგმება. DMO ვიზიტორებს სამცხე-ჯავახეთში შემორჩენილი მეგალითური კულტურის შესახებ უყვება.
,,სამცხე-ჯავახეთის ციხეთა მეგალითური კომპლექსები დიდ საკულტო-საყოფაცხოვრებო ცენტრებს წარმოადგენდა, რომლებიც, დანარჩენ მეგალითურ ნაშთებთან ერთად, დღეს უკვე საქართველოს იდენტობაა, და გვიყვება ადამიანებისა და ბუნების თანაარსებობის ერთიან, უწყვეტ ისტორიას, რომელიც სულ მცირე ძვ. წ. III ათასწლეულიდან იწყება და დღემდე გრძელდება" - ბკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.
ნიჯგორიდან სარომდე მოკლე და საინტერესო ლაშქრობის მოსაწყობად, ასპინძა-ახალქალაქის ცენტრალური გზიდან მარცხნივ უნდა გადაუხვიოთ და სერპანტინს აუყვეთ. საროს „ცენტრიდან“ მარცხნივ მიმავალი გზა ქარაფთან მიდის.
აქვეა საროს მთავარანგელოზის ეკლესია VII-VIII საუკუნით თარიღდება.
გააზიარეთ :