ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში სტუდია „გუთანის“ მიერ გადაღებული ფილმის „მიწის სჯულის“ ჩვენება გაიმართა.
დოკუმენტურ მასალაში ქართველი ემიგრანტების ცხოვრება, მათი განცდები და ემოციებია აღბეჭდილი. პროექტის ფარგლებში გადამღები ჯგუფი ამერიკის 11 შტატში იმყოფებოდა და ქართველი ემიგრანტების ისტორიებს აგროვებდა.
აღნიშნული პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. დღეს გამართული ღონისძიების ორგანიზატორი ქალაქ რუსთავისა და ახალციხის მერია იყო. ფილმის ჩვენებას ორივე ქალაქის ხელმძღვანელი პირები და სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. ღონისძიების ბოლოს წარჩინებულ ახალგაზრდებს აღნიშნული ფილმის ჩანაწერი გადასცეს.
მსგავსი პროექტი სტუდია „გუთანმა“ 2008 წელსაც განახორციელა, რომელიც განათლების სამინისტრომ სკოლების სასწავლო პროგრამაში დამატებითი რესურსის სახით შეიტანა.