ახალციხემ რესპუბლიკურ ფესტივალს, „რაბათის გაზაფხულს“ უმასპინძლა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის 20–მა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა, ადგილობრივ მაყურებელს აჭარული, მთიულური, აფხაზური, რაჭული და სხვადასხვა ქართული–ტრადიციული ცეკვები შესთავაზა. ფესტივალის მონაწიეებმა, ღონისძიების დასრულების შემდგე, ახალციხის ციხის ისტორიული კომპლექსი დაათვალიერეს.
რესპუბლიკურ ფესტივალს ორგანზიება “საქართველოს ქორეოგრაფისი შემოქმედებითმა კავშირმა” გაუწია. ახალციხეში „რაბათის გაზაფხული“ უკვე მეხუთე წელია რაც იმართება. ორგანიზატორების თქმით ღონისძიებას ტრადიციული სახე აქვს და მომავალშიც მოეწყობა.