ახალციხეში პიანისტთა რეგიონული კონკურსი გაიმართა. მასში მონაწილეობა ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის, აპინძისა და ნინოწმიდნის მუნიციპალიტეტებში არსებულმა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. 80–მდე კონკურსანტმა საკუთარი შესაძლებლობები კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარმოადგინა.
ღონისძიება სულხან ცინცაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა, შესაბამისად, თითოეული კონკურსანტი ვალდებული იყო 2 ან სამი მუსიკალური ნაწარმოები შეესრულებინა, რომელშიც ერთი ცინცაძის საბავშო პიესა იქნებოდა.
აღნიშნული რეგიონული კონკურსი, ახალციხეში საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, მსგავისი კონკურსი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 4 წელია მიმდინარეობს, თუმცა მასში სამცხე–ჯავახეთის რეგიონი პირველად ჩაერთო. მათივე თქმით, გამარჯვებულ კონკურსანტებს ფასიანი საჩუქრები, წამახალისებელი პრიზები და დიპლომები გადაეცემათ. გარდა ამისა, სულხან ცინაცძის ნაწარმების საუკეთესო შესრულებისათვის მონაწილეები სპეციალურ პრიზებს მიიღებენ.