ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა, თუმცა ამ დრომდე დაწესებულებას დირექტორი არ ჰყავს. მერიაში სასურველ კანდიდატურას კვლავ ეძებენ. ცნობილი გახდა, რომ დაწესებულების ხელმძღვანელობა ახალციხის ციხის დირექტორის ყოფილ მრჩეველს ლაშა ამირეჯიბს სურდა, თუმცა უარი მიიღო.
ახალციხის ციხე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქის სავიზიტო ბარათს უწოდებს ამ დრომდე დირექტორის გარეშეა. კომპლექსში მოვალეობას კვლავ ილია სიდამონიძე ასრულებს. მერიაში ამბობენ, რომ სასურველ კანდიდატურას ყველგან ეძებენ. გიორგი კოპაძის მტკიცებით პიროვნება, რომლის შერჩევაც ამ ადგილისთვის მოხდება, აღნიშნულ თანამდებობას სრულად უნდა შეესაბამებოდეს. ახლახან ისიც გახდა ცნობილი, რომ დაწესებულების ხელმღვანელობა ახალციხის ციხის დირექტორის ყოფილ მრჩეველსაც სურდა.
ახალციხის მერის კომენტარს კომპლექსის ყოფილი დირექტორის მრჩეველიც გამოეხმაურა. ლაშა ამირეჯიბმა ინფორმაცია დაადასურა და განმარტა, რომ გიორგი კოპაძეს ამ საკითხზე ნამდვილად ესაუბრა. მან მერს შესთავაზა, რომ შეეძლო ქალაქში დარჩენილიყო და ახალციხის ციხისთვის ბევრი სასიკეთო რამ გაეკეთებინა. თუმცა როგორც თავად ამირეჯიბი ამტკიცებს, მას უარი მხოლოდ იმიტომ უთხერს, რომ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს და მოადგილეს მისი ახალციხეში დარჩენა არ სურდა. კომპლექსის ყოფილი დირექტორის მრჩეველი იმასაც ამბობს, რომ ახალციხეში კორუფციული გარიგებები მიდინარეობს და რეგიონში მისი ყოფნით მაღალჩინოსნებს ხელი შეეშლებოდათ. სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში კი ლაშა ამირეჯიბის ბრალდებებეთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.
რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე კომპლექსის ხელმძღვანელის შერჩევა, როგორი უნდა იყოს ობიექტის დირექტორი და მოიძებნება თუ არა ახალციხეში სასურველი კანდიდატურა–აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას განსხვავებული აზრი აქვს, თუმცა ყველა თანხმდება. რომ აქამდე ახალციხის სავიზიტო ბარათს ხელმძღვანელი აუცილებლად უნდა ჰყოლოდა,
ახალციხის ციხის დირექტორისგან განსხავევბით, მერიას მოადგილის შერჩევა არ გაჭირვებია. დაახლოებით ორი თვის წინ ეს ადგილი ნათია ხუციშვილმა დაიკავა. მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დანიშვნა თავად მერმა გადაწყვიტა. როდის შეირჩევა ახალციხის ციხის დირექტორი და რას გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება ისტროიულ კომპლექსთან დაკავშირებით, უცნობია. თუმცა ევროპასთან ასოცირების დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ საქართველომ ტურიზმის განვითარების კუთხით გარკვეული ვალდებულებები აიღო. მათი შესრულება ქვეყანას აუცილებლად მოუწევს. რა როლს ითამაშებს ახალციხის ციხეს ამ პროცესებში, ამას მომავალში მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გვიჩვენებს.