„მოყვასისათვის შეწირულები“–ამ სახელწოდების სპექტაკლი ახალციხის სამუსიკო სკოლაში გაიმართა.
რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა წარმოდგენა მიხეილ თამარაშვილის, გრიგოლ ფერაძის, მამა ილია კარტოზიასა და იოსებ ჟორდანიას ხსოვნას მიუძღვნა.
ლიტერატურული თეატრის დირექტორი განმარტავს, რომ სცენიდან მონოლოგის სახით, ახალციხელ მაყურებელს, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამბო. სპექტაკლს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის წევრებთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის იზა ვეფხვაძის თქმით, სპექტაკლი ყველა ეპარქიაში გაიმართება.