თეკლა ასლანიშვილი ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ ფილმს იღებს
კინორეჟისორი თეკლა ასლანიშვილი ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ახალგაზრდა ხელოვანი თვლის, რომ რეგიონული მნიშვნელობის პროექტი მისი ფილმისთვის საინტერესო თემაა. მისი აზრით, ის არამარტო სარკინიგზო, არამედ პოლიტიკურად საინტერესო პროექტია, რადგან 3 მეზობელ ქვეყანას მოიცავს. კინორეჟისორი ფიქრობს, რომ ეს პროექტი ცვლის პოლიტიკურ პირობებსა და ურთიერთობებს საქართველოს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
„მაინტერესებს არა მხოლოდ ამ პროექტის ტექნოლოგიური ასპექტები, არამედ სოციალური და პოლიტიკური ასპექტებიც. პროექტზე მუშაობა ახალქალაქიდან დავიწყე... ყარსზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ ნაწილზე ჯერ კიდევ ვმუშაობ. ველოდები გადაღებისა და ინტერვიუს ნებართვას,“ - ამბობს ის.
დოკუმენტური ფილმის გადასაღებად კინორეჟისორი ბერლინიდან ჩამოვიდა. მის დასრულებას ავტორი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გეგმავს.
წყარო: jnews.ge
ფოტო: jnews.ge