15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ, რომელსაც საფუძველი 21 წლის წინ ჩაეყარა. მრავალწლიანი ისტორიის მიუხედავად, ბევრმა დღემდე არ იცის როგორ დაწესდა აღნიშნული თარიღი.
ასე გამოიყურებოდა 15 აპრილს ახალციხის ცენტრალური სკვერი. ახალგაზდრების სიმრავლის მიუხედავად, ქუჩებში ნაკლებად შეინიშნებოდნენ ყვავილების თაიგულით მოსიარულე გოგონები და შეყვარებული წყვილები.ახალგაზრდების გარვეულმა ნაწილმა არც ის იცოდა, რომ 15 აპრილი რამდენიმე წლის წინ საქართველოში სიყვარულის დღედ დაწესდა. თუმცა, ისინი თანხმდებიან, რომ გრძნობას თარიღის დაწესება არ სჭირდება.
სიყვარულის დღის დაარსების იდეა ჟურნალ „ვარსკვლავების“ რედაქტორს, ეკუთვნის. ბესო ჩუბინიძემ, 1993 წელს, საზოგადოებას სიყვარულის დღის დაარსება შესთავაზა. მას იდეა მწერალმა გიგა მახვილაძემ მიაწოდა, ბესო ჩუბინიძეს აზრი მოეწონა და დღესასწაული საკუთარ მეუღლის საპატივცეულოდ დააწესა. ჟურნალ „ვარსკვლავების“ რედაქტორის ორგანიზებით სიყვარულის დღე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა და სისტემატიური ხასიათი მიიღო.
საქართველოში სიყვარულის დღეს 21 წელია აღნიშნავენ. მიუხედავად ყველაფრისა, დღესასწაულს განსაკუთრებულად მაინც შეყვარებული წყვილები ელოდებიან. 15 აპრილის სიმბოლოდ კი კვლავ ვარდები რჩება.