კულტურა
ვაჟა ნიკოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ახალციხეში გაიმართება
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს ვაჟა ნიკოლაშვილს ახალციხეში ჩამოასვენებენ. დაანონსებულია სამოქალაქო პანაშვიდი, რომელიც 25 თებერვალს 15:00 საათიდან მესხეთის თეატრში გაიმართება. ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ თეატრის მსახიობის ვაჟა ნიკოლაშვილის პანაშვიდი გაიმართება მესხეთის თეატრის დიდ სცენაზე, ხვალ 25 თებერვალს, 15:00 საათიდან. გადასვენება ქალაქ თბილისში შაბათს 26 თებერვალს დილის 08:00 საათზე" - ნათქვამია მესხეთის თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვაჟა ნიკოლაშვილი 22 თებერვალს გარდაიცვალა.
საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, კახეთიდან მესხეთში 17 წლის ასაკში ჩამოვიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.
ამავე თემაზე:
გააზიარეთ :