კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის მიზნით მორიგი შეხვედრა სამცხე–ჯავახეთში გამართა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია სახელწოდებით, „ საქართველოს კულტურის სტარატეგია: ადამიანები, პროცესები, პრიორიტეტები“ მოეწყო, რომელსაც კულტურის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან ერთად რეგიონის პირველი პირები უძღვებოდნენ.
კონფერენციაზე კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაციაც გაიმართა. გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადსხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები. კონფერენცია მიზნად ისახავდა კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესებას და „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების გაცნობას. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას რეგიონში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები,შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.