ნატურმორტები, პორტრეტები, პეიზაჟები, ტილოზე შერულებული ნამუშევრები –სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ხელოვანის თამარ თამარაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. მან დამთვალიერებელს ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები შესთავაზა.
გამოფენის ნახვა და კომპოზიციების შეფასება ნებისმერი მსურველს შეეძლო.
მხატვარმა თამარ თამარაძემ განმარტა რომ, საკუთარი ნამუშევების საზოგადოებისთვის გასაცნობად სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი შერაჩია, რადგან იგი ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულია.
ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევები დამთვალიერებლებმა დადებითად შეაფასეს.