საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს.
28 მარტს, 10:00 საათზე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახემწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“ მოეწყობა .
მასში მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწვევს სამცხე – ჯავახეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფებს და კულტურის სფეროთი დაინტერესებულ პირებს