მესხეთის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა. ადგილობრივებმა დღეს „სამი გოჭის ამბავი“ იხილეს.
სპექტაკლი, რომელიც ერთ მოქმედებიანი იყო 19:00 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გარძელდა.
სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, ერთგულება და ერთობა – ეს სპექატკის მთავარი შინაარსია. ზღაპარი–მიუზიკლი ლელა ფერაძის პიესის მიხედვით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულიაშვილმა დადგა. სპექტაკლი მისიკალურად არტურ დავლაშერიძემ გააფორმა.
როგორც თეატრში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი საბავშვო სპექატკლით გაიხსნა, მაყურებელი ახლო მომავალში ბევრ საინტერესო პრემიერას იხილავს.
„სამ გოჭის ამბავს“ დღეს როგორც პატარები, ასევე უფროსი ასაკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.