საქართველოს კულტურის პალატის პროექტს ფარგლებში ახალციხეში კონცერტი გაიმართება
საქართველოს კულტურის პალატის პროექტის ფარგლებში ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება. პროექტი კონკურსის: „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებულია, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამართა.
საქართველოს კულტურის პალატის გამარჯვებული პროექტის სახელწოდებაა „ახალგაზრდები საქართველოსთვის“. მის განხორციელებაში კულტურის პალატას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ეხმარება.
პროექტი ახალციხის ციხეზე 30 ივნისს 19:00 საათზე, "ახალციხელობის" დღესასწაულზე განხორციელდება. ღონისძიება შალვა ახალციხელისა და მასთან ერთად სამშობლოსთვის შეწირული მამულიშვილების ხსოვნას მიეძღვნება.
კონცერტში მონაწილეობას ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონი“ და ახალგაზრდა შემსრულებლები მიიღებენ.