კულტურა
"ქართველი არტისტების თვალით დანახული ერთობა" - აშშ-ს საელჩოს გამოფენა ახალციხეში

საქართველოში ამერიკის საელჩოს კამპანიის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა "საქართველოს აერთიანებ შენ", ახალციხეში რიგით მეორე გამოფენა გაიმართა. "ქართველი არტისტების თვალით დანახული ერთობა" შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა გამოფენილი. მსურველებს მისი მონახულება ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

აშშ-ს საელჩოს კამპანიის ფარგლებში, ამავე ადგილზე პირველი გამოფენა მაისში მოეწყო, რა დროსაც ქართული ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტების ამსახველი 88 ფოტო გამოიფინა.

ამერიკის საელჩოს კამპანია საქართველოს 8 ქალაქში ხორციელდება: ახალციხეში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და გორში.
| Print |