კულტურა
არა რაბათის ციხის თამაშებს
რუსული კომპანიის მიერ რაბათის ციხეში დაანონსებულ თამაშებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია დაანონსდა. აქცია რაბათის ციხეში 7 აგვისტოს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

,,ციხე შიგნიდან არ გატყდება. ჩავიდეთ ყველანი 7 აგვისტოს რაბათში და ვაჩვენოთ როგორია “რაბათის ციხის თამაშები”. არა კიდევ ერთ “გავრილოვის წამოსკუპებას”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორის განცხადებაში.

რუსული კომპანია "Qvevri Event" 7 აგვისტოს, ომიდან 14 წლის თავზე, "ფორტ ბოიარდის" რუსული ანალოგის, "ფორტ-რაბათის" თამაშების მოწყობას აანონსებს და რუსებს თამაშში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება. საქართველოში ჩამოსულებს ისინი სთავაზობენ აეროპორტიდან ტრანსფერს, მიყვანას რაბათში და ვახშამს ქართული კერძებით.
ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით ,,დაინტერესება იყო, თუმცა ხელშეკრულება არ არის დადებული და არც ის ვიცი რას აანონსებენ. არანაირი ღონისძიება არ ყოფილა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში".

კომპანია qvevri-event ხალხს თამაშში მონაწილეობის მისაღებად რაბათში, ახალციხის ციხეში ეპატიჟება. საქართველოში ჩამოსულ რუსებს ისინი სთავაზობენ აეროპორტიდან ტრანსფერს, მიყვანას რაბათში და ვახშამს ქართული კერძებით.
ახალციხის ციხის დირექტორის გიორგი ნათენაძის თქმით, აღნიშნული ვიდეო 2014-2017 წლებშია გადაღებული. მისივე თქმით, ადმინისტრაცია კვირაზე მეტია ცდილობს დაუკავშირდეს ორგანიზატორებს არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, თუმცა შპს "ქვევრიდან" მათ სატელეფონო ზარებს არავინ პასუხობს.

საკონტაქტოდ მათ Whatsapp-ის ჯგუფი აქვთ მითითებული, ნომერი ქართულია, თუმცა თამაშში მონაწილეობის მსურველთათვის აღწერა რუსულ ენაზეა გაკეთებული. კომპანია არც შეტყობინებებზე და არც სატელეფონო ზარებზე არ გვპასუხობს. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მხოლოდ ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლი 30 783 ადამიანი იყო. მაჩვენებელი 340 პროცენტით არის გაზრდილი.
| Print |