Сокровища Рабата“ - გაიმართება თუ არა რუსული "ფორტ ბოიარდი" რაბათში?
18:23 / 29.07.2022
„Сокровища Рабата“ – ბოლო დღეებია ამ სახელწოდების თამაშის შესახებ საინფორმაციო კამპანია რუსულ ენაზე მიმდინარეობს როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ „რაბათის განძი“ „ფორტ ბოიარდის“ ანალოგია, რომელიც ახალციხეში, რაბათის ციხეში მოეწყობა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, თამაშის მიმდინარეობისას რაბათის ციხეში მოთამაშეებისა და ორგანიზატორების გარდა ვერავინ შევა.
„ახალციხის ციხეს ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი ზაფხულში სტუმრობს, თუმცა ყველა ასეთ მოგზაურს მოცდა მოუწევთ, სანამ თქვენ ციხის საგანძურს არ მოიპოვებთ“, – წერია 11 ივლისით დათარიღებულ პოსტში. აღნიშნულზე ახალციხის ციხის დირექტორი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ სატესტო რეჟიმში მოწყობილი სივრცე იყო. რეალური თამაში ციხეზე არ გამართულა. არის თუ არა ორგანიზატორი კომპანია რუსული ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. ახალციხის ციხის დირექტორის გიორგი ნათენაძის თქმით, აღნიშნული ვიდეო 2014-2017 წლებშია გადაღებული. მისივე თქმით, ადმინისტრაცია კვირაზე მეტია ცდილობს დაუკავშირდეს ორგანიზატორებს არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, თუმცა შპს "ქვევრიდან" მათ სატელეფონო ზარებს არავინ პასუხობს.
,,ამის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული და თუ რუსული პროექტია და რუსულად უნდა იყოს გადაცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, მაგას არ დავეთანხმებით, არც ყოფილა მაგაზე ლაპარაკი, უბრალოდ ქირის და იჯარის თანხებზე იყო ლაპარაკი" - აცხადებს ციხის დირექტორი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.