ახალციხის სამხატვრო სკოლაში დღეს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
პედაგოგებმა და ბავშვებმა სემესტრული ანგარიში წარადგინეს და საკუთარი ნახატები საზოგადოებასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უჩვენეს.
სამხატვრო სკოლის დარბაზში ფერწერული, გრაფიკული და კომპოზიციური ნახატები ერთად იყო თავმოყრილი. აქვე იყო მინაზე, კერამიკაზე და თაბაშირზე შესრულებული ნამუშევრებიც. სკოლის დირექტორი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ მოსწავლეების ნამუშევრებში ასახული იყო ქართული კულტურა და ტრადიციები, ასევე წარმოდგენილი იყო სხვადსხვა ზღაპრის გმირიც. ნანა ნათენაძის თქმით, სკოლის დარბაზის სიმცირის გამო, გამოფენაზე ყველა მოსწავლის ნამუშევარი ვერ მოხვდა, ამიტომ მსგავსი ღონისძიებები ახლო მომავალში კიდევ მოეწყობა.