კულტურა
რაბათში, ღვინის ფესტივალი გაიმართება
ბორჯომში 9 ოქტომბერს, ხოლო ახალციხეში 11 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალი გაიმართება. 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება.
საფესტივალო ტერიტორიებზე გაეცნობით და დააგემოვნებთ მრავალფეროვან ქართულ ღვინოს, ეზიარებით 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, დაათვალიერებთ ღვინის მარნებს, მონაწილეობას მიიღებთ გასართობ ღონისძიებებში, ისიამოვნებთ ქართული სამზარეულოთი, მუსიკით, ცეკვითა და სიმღერით.
გააზიარეთ :