მესხეთის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2023 წლის თეატრალური სეზონის გახსნისთვის ემზადება.
რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი მაყურებელს აკაკი წერეთლის "გამზრდელს" შესთავაზებს. სამაგიდო რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს.
მესხეთის თეატრის, სამხატვრო ხელმძღვანელის, ლია სულუაშვილის განცხადებით, ტრადიციულად 2023 წლის თეატრალური სეზონი დატვირთული იქნება:" ჩვენ პირველ კვარტალში ჩავსვით აკაკი წერეთლის "გამზრდელი" ასევე საბავშვო სპექტაკლი "მაკნატუნა". ჩვენს მაყურებელს მიმდინარე თეატრალურ სეზონზე შევთავაზებთ ქართველი დრამატურგების ვოდევილებს. გვაქვს ახალგაზრდა რეჟისორებთან მოლაპარაკება. იმის გამო, რომ დღე დღეზე ველოდებით მესხეთის თეატრის სარემონტო სამუშაოების დაწყებას, 2023 წლის მთლიან რეპერტუარზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით გადაწყვეტით, რადგან შესაძლოა სარემონტო სამუშაოები მალე დაიწყოს და ჩვენი გეგმები შეიცვალოს".
ლია სულუაშვილი ამბობს, რომ წელს თეატრი გეგმავს საზღვარგარეთ არაერთ ფესტივალში მონაწილეობას. მისი თქმით, ასევე დაგეგმილი აქვთ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში საგასტროლო წარმოდგენები.