27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა
მსოფლიოში თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. 27 მარტი თეატრის დღედ 1961 წელს, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის IX კონგრესზე გამოაცხადეს. თარიღის აღნიშვნა მსოფლიოში 1962 წლიდან დაიწყეს.
თეატრის საერთაშორისო დღე ტრადიციული ეგიდით „თეატრი - ხალხებს შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების გაძლიერების საშუალება“ აღინიშნება.