კულტურა
მესხეთის თეატრი რუმინეთში, საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რუმინეთში, საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს. დასი მაყურებლის წინაშე 7 ივნისს წარდგება სპექტაკლით: „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“.

სპექტაკლის რეჟისორი რადუ გილასია. პიესის ავტორი კი დიმიტრი დინევი. წარმოდგენაში მონაწილეობენ: ლექსო ჩემია, ანი ხუბუტია და მალხაზ შაყულაშვილი.

ორადიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რუმინეთის ამავე სახელწოდების ქალაქში, წელს მერვედ იმართება. მონაწილეობენ თეატრები რუმინეთიდან, იაპონიიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და პოლონეთიდან.

გამოვლინდებიან გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში. მათ შორის დასახელდება:

  • საუკეთესო სპექტაკლი
  • საუკეთესო რეჟისორი
  • საუკეთესო სცენოგრაფი
  • საუკეთესო კაცი მსახიობი
  • საუკეთესო ქალი მსახიობი

ფესტივალის მიზანია თეატრალური ხელოვანთათვის სივრცის გახსნა, დრამატული შემოქმედების მხარდაჭერა, ასპარეზის მიცემა რუმინული და უცხოური თეატრებისთვის. ასევე რუმინელ და უცხოელ მსახიობებს შორის გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური იდეების წახალისება.

რუმინეთში, ქალაქ ორადიაში, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს 1 ივნისს გაიხსნა და 11 ივნისს დაიხურება. ორადიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, პირველად, 2013 წელს ჩატარდა.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 19 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 22 °C
img
ბორჯომი 17 °C
img
თბილისი 19 °C
img
აბასთუმანი 16 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 15 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8633
EUR
EUR
1
2.8270
RUB
RUB
100
2.7636
TRY
TRY
1
0.0979
USD
USD
1
2.6832
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.