კულტურა
მესხეთის თეატრმა ორადიას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
რუმინეთში, ქალაქ ორადიაში, მესხეთის სახელმწიფო თეატრმა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
მაყურებელს წარუდგინეს სპექტაკლი: "სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“
წარმოდგენამ ჟიურის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სპექტაკლის რეჟისორი: რადუ გილასია. პიესის ავტორი: დიმიტრი დინევი
სპექტაკლში მონაწილეობენ მესხეთის თეატრის მსახიობები:ლექსო ჩემია, ანი ხუბუტია და მალხაზ შაყულაშვილი.
ორადიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რუმინეთის ამავე სახელწოდების ქალაქში, წელს მერვედ იმართება.
ფესტივალში მონაწილეობენ თეატრები რუმინეთიდან, იაპონიიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან და პოლონეთიდან
გამოვლინდებიან გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში. მათ შორის დასახელდება:
- საუკეთესო სპექტაკლი
- საუკეთესო რეჟისორი
- საუკეთესო სცენოგრაფი
- საუკეთესო კაცი მსახიობი
- საუკეთესო ქალი მსახიობი
ფესტივალის მიზანია თეატრალური ხელოვანთათვის სივრცის გახსნა, დრამატული შემოქმედების მხარდაჭერა, ასპარეზის მიცემა რუმინული და უცხოური თეატრებისთვის. ასევე რუმინელ და უცხოელ მსახიობებს შორის გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური იდეების წახალისება
რუმინეთში, ქალაქ ორადიაში, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს 1 ივნისს გაიხსნა და 11 ივნისს დაიხურება. ორადიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, პირველად, 2013 წელს ჩატარდა.
გააზიარეთ :