სახალხო დღესასწაული „შოთაობა” თანამედროვე მუსიკის შემსრულებელი
ბენდის ,,ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლის „თამარისი“ კონცერტით
გაიხსნა. ამის პარალელურად ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხური
რეწვის ოსტატთა გამოფენა-გაყიდვა და სპორტული ღონისძიებები:
მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, საჯილდაო ქვის აზიდვა მოეწყო, სპორტულ
ღონისძიებებში გამარჯვებულებს საჩუქრად ისევე როგორც ყოველ წელს
ცხვარი გადაეცათ. სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა
ჰქონდათ გაცნობოდნენ სახალხო დღესასწაულისათვის საგაგებოდ მოწყობილ
მესხურ ოდებში ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების
სამზარეულოს, ტრადიციებსა და ადათ-წესებს. ადგილზე მზადდებოდა როგორც
მესხური
ტრადიციული ისე ეროვნული კერძები.