კულტურა
ახალციხესა და ასპინძაში მუსიკალური საღამო გაიმართება
დღეს, 30 ივლისს, 19:00 სთ-ზე ახალციხეში "მუსიკალური საღამო" გაიმართება. სტუმრებს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები დახვდებათ.
ცენტრალური პარკში წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი მეწარმეები, მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ, ასევე გაიმართება მასტერკლასები, მოეწყობა თემატური ფოტოზონები, სადეგუსტაციო და კვების ზონა.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: ირინა ბაირამაშვილი; დათუნა მგელაძე, Corpa Fellas და თამუნა ამონაშვილი.
"მუსიკალური საღამოები" მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ყოველ შაბათ-კვირას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. 29 ივლისს ჩატარდა ადიგენსა და ბაკურიანში.
მუსიკალური საღამო დღესვე ასპინძაში გაიმართება.
გააზიარეთ :