მესხეთის თეატრი პრემიერას 7 აგვისტოს აღარ გამართავს
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, მესხეთის თეატრი 7 აგვისტოს პრემიერას აღარ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"მესხეთის თეატრის კოლექტივი მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 7 აგვისტოს დაგეგმილი პრემიერა, „Funny Money” გადავდოთ. პრემიერის თარიღს მოგვიანებით გაცნობებთ" - ნათქვამია ინფორმაციაში.