მესხეთის თეატრში პრემიერა გაიმართება
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს პრემიერა გაიმართება.
„Funny Money” -ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი, გიორგი ქლაინია. წარმოდგენაში მესხეთის თეატრის 7 მსახიობი მონაწილეობს.
"Funny Money” ერთი შეხედვით კომედიურია, თუმცა, ღრმა პიროვნული ღირებულებების მატარებელია. ამბავი, თითქოს აბსურდულია, რადგან შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს შეგრძნება, რომ მსგავსი მოვლენები დღეს დღეობით არ ხდება, თუმცა მოცემული სიტუაცია განზოგადებული მასშტაბია იმ წვრილმანი სიტუაციებისა, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით.
სპექტაკლში მონაწილე ყველა პერსონაჟი ამ სიტუაციიდან გამოსავლის თავიანთ ვერსიებს გვთავაზობენ, ზოგისთვის მოცემულობა მისაღებია, ზოგი კი ეწინააღმდეგება მას. შესაძლოა მთელი ამ ამბის განმავლობაში მათი დამოკიდებულებები მოვლენის მიმართ შეიცვალოს კიდეც.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.